ახალი ამბები

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები არ გაიმართება

2 თებერვალი, 2016 • 1072
პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები არ გაიმართება

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები არ გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

ოპოზიცია მოითხოვდა ფორმატს,  რომლის ფარგლებშიც ფრაქციის ხელმძღვანელების გარდა უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს, ასევე, უფრაქციო დეპუტატებს ექნებოდათ სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა. თუმცა, საერთო გადაწყვეტილებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სიტყვით მხოლოდ ფრაქციების ხელმძღვანელები გამოვლენ. საუბარია 12 ფრაქციაზე, რომელთაც 15-15 წუთი დაეთმობათ.

“ჩვენ მიგვაჩნდა, რომ აუცილებელი იყო სრულფასოვანი პოლიტიკური დებატების გამართვა, რადგან ეს არის ამ პრეზიდენტის ამ მოწვევის პარლამენტში ბოლო გამოსვლა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ფრაქციის თავმჯდომარეების გარდა, რიგით დეპუტატებსაც ჰქონოდათ ამ დებატებში მონაწილეობის უფლება, მაგრამ უმრავლსესობამ ასე გადაწყვიტა,” – ამბობს “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ნინო გოგუაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი