ახალი ამბებისამართალი

წულუკიანი: მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმებს პარლამენტიდან არ გავიტანთ

2 თებერვალი, 2016 • 1274
წულუკიანი: მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმებს პარლამენტიდან არ გავიტანთ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით ორგანიზებულ კონფერენციაზე “სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები” თეა წულუკიანმა მართლმსაჯულების რეფორმების გატარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

“ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ რეფორმების გზით, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. ამიტომაც, მე მიხარია, როდესც თქვენ მოგწონთ რეფორმის პირველი ტალღა, ამ ტალღის დამსახურება იყო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გათავისუფლდა პოლიტიკისგან. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ჩაკეტილი სისტემა როცა თავისუფლდება, იქ მწვავე მოვლენებს და დებატებს ვესწრებით ხოლმე, მაგრამ ეს ძალიან მალე გაივლის. ყოველ შემთხვევაში, მას გისურვებთ მთელი გულით. ასევე მიხარია, რომ თქვენ მოგწონთ რეფორმის მომდევნო ტალღები, ისეთი, როგორიც არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემოღება, და პრინციპში არც დიდი პროტესტი არ მსმენია თქვენგან იმ რევოლუციური რეფორმისადმი, რომელიც ჩვენ ერთად დავნერგეთ, ეს არის მოსამართლეთა შეფასების სისტემა გამოსაცდელი პერიოდისას.

მესამე ტალღა რეფორმის უნდა მივიდეს თავის ლოგიკურ დასასრულამდე და გახდეს კანონი. უკან ნაბიჯი და ამ რეფორმის უკან გატანა პარლამენტიდან არ მოხდება. ჩვენ ამ რეფორმას პარლამენტიდან არ გავიტანთ. ამიტომაც მე მაინტერესებს დღეს თქვენი აზრი, რას ფიქრობთ საქმეთა ელექტრონული განაწილების პრინციპთან დაკავშირებით; რას ფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გავაუმჯობესოთ, როგორც ეს მესამე რეფორმაშია მოცემული, მოსამართლეთა შერჩევის წესები და გავაძლიეროთ ინდივიდულური მოსამართლეები ისე, რომ რაიონული თუ სხვა სასამართლოები არ იყოს მართული სამინისტროებივით. რადგან სასამართლო ვერ იქნება 1 კაცის მიერ მართული სამინისტრო,”- განაცხადა შეხვედრაზე წულუკიანმა.

კონფერენციას, რომელიც “რედისონში” გაიმართა, ნინო გვენეტაძე არ დასწრებია. წულუკიანის თქმით, “არ არის კარგი”, როცა საბჭოს შეხვედრას მისი ხელმძღვანელი არ ესწრება.

“იქნებ მომავალში, ეს მასაც ეკუთვნის, უკეთესად დავაორგანიზოთ ასეთი ტიპის შეხვედრები, რადგან ჩვენ მასთან ერთად, რომელიც მხარს უჭერს რეფორმას, ჩვენ ამ რეფორმის გზაზე ვიაროთ ერთად. თუ თქვენ რეფორმას მხარს არ უჭერთ, ჩვენ ამ რეფორმას მაინც გავაგრძლებეთ იმიტომ, რომ ასე ჯობს მომავლისათვის,”-ამბობს წულუკიანი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით ორგანიზებული კონფერენცია "სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით ორგანიზებული კონფერენცია “სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით ორგანიზებული კონფერენცია "სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით ორგანიზებული კონფერენცია “სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები”

მასალების გადაბეჭდვის წესი