ვაშინგტონმა რუსეთის 5 მოქალაქეს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქვეყნის საზღვრის გადალახვა კიდევ 5 ადამიანს აუკრძალა. ადამიანთა უფლებების შელახვისათვის დაჯარიმებულთა რაოდენობა ახალ უკვე 39-მდე გაიზარდა. დეპარტამენტის განცხადებით, ხუთივე პირი რუსეთის მოქალაქეა და მათ კავშირი აქვთ სერგეი მაგნეცკის გარდაცვალებასთან.

სერგეი მაგნეცკი რუსი ადვოკატი იყო, რომელიც 2009 წელს მოსკოვის ციხეში გარდაიცვალა. მაგნეცკი ციხეში მას შემდეგ მოხვდა, რაც მან რუსი მაღალჩინოსნების მიერ წამოწყებული საგადასახადო სისტემის თაღლითური სქემა გაშიფრა.

კონგრესმა სერგეი მაგნეცკის აქტი 2012 წელს დაამტკიცა. აქტი უფლებას აძლევს აშშ-ს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს ყველას, ვინც ეჭვმიტანილია ადამიანის უფლებების შელახვაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი