ახალი ამბები

გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა

1 თებერვალი, 2016 • 1318
გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა

თბილისის მერიის ცნობით, გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახოსპირელის 3, ჩიხი #8/9- ში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა.

მერიის განცხადებით, სახლის ამ ნაწილში მოსახლეობა არ ცხოვრობს. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. შემთხვევის ადგილი ნანგრევებისაგან გაიწმინდა და მომხდარის მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა ჩატარდება.

მომიჯნავედ არსებულ შენობებში მცხოვრებ მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში მერია დროებით ქირით გაიყვანს, აცხადებეს თბილისის მთავრობა. 

აღნიშნული მისამართი გუდიაშვილის მოედნისა და მისი არეალის რეაბილიტაცის პროექტში გათვალისწინებულია და მისი აღდგენა პროექტით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი