ახალი ამბები

“მაესტროს” პარტნიორთა კრება დირექტორის დათხოვნის მიზნით 4 თებერვალს შეიკრიბება

1 თებერვალი, 2016 • 1262
“მაესტროს” პარტნიორთა კრება დირექტორის დათხოვნის მიზნით 4 თებერვალს შეიკრიბება

ტელეკომპანია “მაესტროს” ინფორმაციით, 2016 წლის 4 თებერვალს პარტნიორთა საბჭო ტელეკომპანიის დირექტორის ბაია გადაბაძის თანამდებობიდან დასათხოვნად და ახალი დირექტორის ასარჩევად შეიკრიბება.

“პარტნიორ გიორგი გაჩეჩილაძის წარმომადგენლის, ირაკლი კორძახიას მიერ მოწვეულია პარტნიორთა კრება. კრება მოწვეულია 2016 წლის 4 თებერვალს, 12 საათზე და დღის წესრიგი წარმოადგენს დირექტორის გადაყენებასა და ახალი დირექტორის დანიშვნას”, – განუცხადა “მაესტროს რვიანს” “მაეტროს” იურისტმა ნინო ელოშვილმა.

ტელეკომაპნიაში აცხადებენ, რომ დირექტორი ბაია გადაბაძე პრესკონფერენციას ხვალ, 2 თებერვალს გამართავს.

დღეს, 1 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ გიორგი გაჩეჩილაძემ, რომელიც ტელეკომპანია მასტროს 25%-იან წილს ფლობდა, სხვა მეწილეებისგან წილის 30% შეიძინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი