ახალი ამბები

ანონსი: 2 თებერვალი

1 თებერვალი, 2016 • 1100
ანონსი: 2 თებერვალი

09:00 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია EaPeReg ქსელის ექსპერტთა ჯგუფებს უმასპინძლებს

თბილისი, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“ (თავისუფლების მოედანი #4)

10:00 სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია“-ში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე – „სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები“.

11:00 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ„კვირას“ პრესკლუბში  პრესკონფერენციას გამართავს.  კვირას ახალი მისამართია:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ. სადარბაზო 1, სართული 2

11:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

11:00 თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება

მის: თბილისის მერია(ჟ.შარტავას N7)

11:00 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ეწვევა და ადგილზე ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის მშენებლობას დაათვალიერებს.

მისამართი: თევდორე მღვდლის ქ. N 13, თბილისი; კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკა)

11:30 საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ პრეს–კლუბში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს.

თემა: „აფბამ“ ქართულ ბაზარზე, მედიკამენტების ფასებზე დაკვირვების უნივერსალური ინდექსი შეიმუშავა.

მისამართი, წერეთლის 116, დიდუბე პლაზა მე–2 სართული.

11:30 მამუკა არეშიძე  მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.  „კვირას“ ახალი მისამართია: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

11:30 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

12:00, საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის ინიციატივით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ,,სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2015-2020 წწ სამოქმედო გეგმის” პრეზენტაციას გამართავს.

13:00 პარლამენტის ბიუროს სხდომა

თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

13:00 თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გამართავს შეხვედრას დაავადებული ხეების მოჭრასა და მონიშვნასთან დაკავშირებით.

მის: თბილისის მერია(ჟ.შარტავას N7)

15:00 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N518

მასალების გადაბეჭდვის წესი