ახალი ამბებისაზოგადოება

ქალთა მოძრაობა მოითხოვს, საქართველოს პარლამენტმა აღკვეთოს სექსიზმი

1 თებერვალი, 2016 • 1206
ქალთა მოძრაობა მოითხოვს, საქართველოს პარლამენტმა აღკვეთოს სექსიზმი

საქართველოს ქალთა მოძრაობა მოითხოვს, რომ საქართველოს პარლამენტმა აღკვეთოს სექსიზმი და მიზოგინია საპარლამენტო ტრიბუნიდან.

საქართველოს ქალთა მოძრაობა მოითხოვს, ქალი პოლიტიკოსების მიმართ საპარლამენტო ტრიბუნიდან სიძულვილის ენის გამოყენების აღკვეთას და 2 თებერვალს, სამშაბათს, 11 სთ-ზე საქართველოს პარლამენტს, კერძოდ კი, მის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს და საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრებს მიმართავს განცხადებით.

“ჩვენთვის განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ პარლამენტის წევრები, რომლებიც სექსისტურ და მიზოგინიურ ენას იყენებენ, საპარლამენტო თანამდებობებსაც იკავებენ და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ,”- წერია განცხადების ტექსტში.

ქალთა მოძრაობა აცხადებს, რომ გმობს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ქალი პოლიტიკოსების მიმართ სექსისტური და მიზოგინიური ენის გამოყენებას და მოითხოვს:

• ზვიად კვაჭანტირაძე, გიორგი ვოლსკი, ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია და ლევან ბერძენიშვილი გათავისუფლდნენ საპარლამენტო თანამდებობიდან.

• პარლამენტის თავმჯდომარემ და გენდერული თანასწორობის საბჭომ გააკეთოს განცხადება და დაგმოს პარლამენტარების მიერ სიძულვილის ენის, მათ შორის სექსისტური გამონათქვამების, გამოყენება.

მასალების გადაბეჭდვის წესი