ახალი ამბები

თბილისში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა

1 თებერვალი, 2016 • 1379
თბილისში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა

დღეს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან, სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს, შუახნის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც შსს-ში ცხადებენ, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. კითხვაზე, რომელი სამშენებლო კომპანია აწარმოებს სამუშაოებს ქავთარაძის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში პასუხი ვერ მივიღეთ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლთ დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი