ახალი ამბები

ბარაკ ობამამ კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა

1 თებერვალი, 2016 • 1146
ბარაკ ობამამ კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა

პრემიერი-მინისტრის აპარატის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა.

„ჩვენი უმთავრესი გლობალური პრიორიტეტების გატარებაში საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც თავდაუზოგავად მონაწილეობს ავღანეთის მისიაში და წვლილი შეაქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გარწმუნებთ, ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც მხარს დაუჭერს ამ ტრაექტორიას. თქვენს ხელმძღვანელობას უდიდესი მნიშვნელობა ექნება საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმისათვის აუცილებელი რეფორმების განხორციელების საქმეში. იმედის თვალით შევყურებ თქვენთან თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის განსამტკიცებლად. ვიმედოვნებ, შემომიერთდებით ბირთვული უსაფრთხოების წლევანდელ სამიტზე, რათა განვაგრძოთ რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევა“, – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილში, რომლის ტექსტსაც საქართველოს მთავრობა აქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი