ახალი ამბები

უსუფაშვილი მინისტრებს მოუწოდებს, მნიშვნელოვანი კანონპროექტები პარლამენტში თვითონ წარადგინონ

1 თებერვალი, 2016 • 1155
უსუფაშვილი მინისტრებს მოუწოდებს, მნიშვნელოვანი კანონპროექტები პარლამენტში თვითონ წარადგინონ

პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობა უფრო ინტენსიური იქნება. ამის შესახებ განცხადება დღეს, 1 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

“პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი და მთავრობა აპირებს, უფრო აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში. საპარლამენტო საქმიანობა საპარლამენტო მმართველობის მოდელში განუყოფელია სამთავრობო საქმიანობისგან. არ იქნება ცუდი, თუ მნიშვნელოვან საკანონმდებლო პაკეტებს ზოგჯერ თვითონ მინისტრები წარმოგვიდგენენ. ეს კანონპროექტის ავტორიტეტსაც გაზრდის, სანდოობასაც, ასევე, დებატების ხარისხს. ჩვენ ძალიან კარგი საპარლამენტო მდივნები გვყავს, მაგრამ პოლიტიკურ დატვირთვას გაზრდის მინისტრების მონაწილეობა. მეტად არის გამოსაყენებელი ის ინსტრუმენტები, რასაც კონსტიტუცია იძლევა. მაგალითად, პარლამენტის წევრის შეკითხვები მინისტრებისადმი, რომლებზეც წერილობითი პასუხის გაცემაა საჭირო. ”

 

მისი მოსაზრებით, წერილობითი ფორმით ურთიერთობა სტრუქტურებს უსაგნო აჟიოტაჟს აარიდებს:

“ამ ფორმატის გამოყენება თავიდან აგვაცილებს უსაგნო აჟიოტაჟს, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი, როდესაც პერსონალურ თავდასხმებში თემა იკარგება, რომელიც მოსახლეობას აინტერესებს. ამიტომ მეტად უნდა გამოვიყენოთ ქაღალდი, ეს ჯერ კიდევ შეუცვლელი ინსტრუმენტია ბევრ საქმეში, მათ შორის, საჯარო პოლიტიკის განხორციელებაში. ჩვენ უფრო გამოვიყენებთ იმავე სამთავრობო საათის ფორმატს, ოღონდ უნდა თუ იქნება ინტერესი მინისტრებისადმი და მინისტრების პარლამენტში. უნდა დავასრულოთ ის პრაქტიკა, რომ მთავრობის წევრების მოსვლა არის მოვლენა პარლამენტში. “

მასალების გადაბეჭდვის წესი