ახალი ამბები

ევროპოლი: ევროპაში 10 000 მიგრანტი ბავშვი გაუჩინარდა

1 თებერვალი, 2016 • 1393
ევროპოლი: ევროპაში 10 000 მიგრანტი ბავშვი გაუჩინარდა

ევროკავშირის ინფორმაციით, ევროპაში ჩასული დახლოებით 10 000 სირიელი მიგრანტი ბავშვი დაიკარგა და მათი სავარაუდო სამყოფელი ამ დროისათვის უცნობია. როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს, ევროპის პოლიციის საგამოძიებო სამსახური ეჭვობს, რომ ბავშვები შესაძლოა ორგანიზებული ჯგუფური ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდნენ.

ბავშვები ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურების მიერ აღრიცხულ სიებში ფიქსირდებიან. ეს ის ბავშვები არიან, რომლებსაც თან არავინ ახლდათ და მათ ევროპის საზღვრები დამოუკიდებლად გადმოლახეს. მხოლოდ იტალიაში 5 000 ბავშვის გაუჩინარდა, ხოლო შვედეთში- 1 000.

საგამოძიებო სამსახურები მომხდართან კრიმინალური დაჯგუფებების შესაძლო კავშირს არ გამორიცხავენ, რომლებიც ცდილობდნენ მიგრანტთა საზღვარზე გადმოყვანას და შემდეგ მათ ექსპულატაციას უწევდნენ როგორც სექსმუშაკებსა და მონებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი