ახალი ამბები

ევა გოცირიძე: ძალიან მომეწონა სულისკვეთება, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციაზე იყო

1 თებერვალი, 2016 • 1339
ევა გოცირიძე: ძალიან მომეწონა სულისკვეთება, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციაზე იყო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ევა გოცირიძის განცხადებით, მოსამართლეთა დღევანდელ რიგგარეშე კონფერენციაზე არსებული სულისკვეთება მოეწონა.

მოსამართლეთა კონფერენციაზე სიტყვით 20-მდე გამომსვლელი გამოვიდა. თითოეულმა მათგანმა დადებითად შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მურუსიძის დანიშვნის გამო და, ამავდროულად, გააკრიტიკა არასამთავრობი სექტორი, რომლებმაც დღეს საპროტესტო აქცია მოაწყვეს. განსხვავებული აზრი საბჭოს გადაწყვწტილებათა მიმართ არც ერთ მოსამაართლეს არ გამოუთქვამს.

“მე ვფიქრობ, ის ამბები, რომელიც დაიწყო მურუსიძის დანიშვნასთან დაკავშირებით, ერთგვარი უკმაყოფილება საზოგადოებაში, ეს ბრძოლა, სამწუხაროდ, გადაიზარდა სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ორი გამოსავალი არსებობს: ან სასამართლომ უნდა დაყაროს ფარ-ხმალი, და კვლავ შეეგუოს მორჩილ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც იგი იყო ადრე, ან წარმატებას უნდა მიაღწიოს, უნდა გაძლიერდეს. მე ძალიან მომეწონა ის სულისკვეთება, რომელიც ამ კონფერენციაზე იდგა. კონფერენციაზე იყო სულისკვეთება, რომ ჩვენ უნდა გავძლიერდეთ. სასამართლომ უნდა აიღოს დამოუკიდებლობის დაცვის მთავარი გარანტის როლი. ეს არის უაღრესად დადებითი მესიჯი და ტენდენცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის გამოხატულება მართლაც ყველა მოსამართლის შინაგანი დამოკიდებულებისა და, მე ვფიქრობ, ამ ტენდენციას სჭირდება მხარდაჭერა,”- განაცხადა ევა გოცირიძემ კონფერენციის დასრულების შემდეგ.

ევა გოცირიძემ, რომელის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია, მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში დანიშნვნას. როგორც გოცირიძემ მაშინ განმარტა, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მურუსიძეს მოსამართლეთა კონფერენცია უჭერდა მხარს. გოცირიძის ეს გადაწყვეტილება დღევანდელ კონფერენციაზე მოსამართლეებმა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ზეწოლის მიუხედავად საბჭომ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო.

ევა გოცირიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენიტის მიერ 2013 წელს არჩეული წევრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი