ახალი ამბები

უსუფაშვილი: საკანონმდებლო დონეზე ერთსქესიანთა ქორწინების დაშვებას არ და ვერ ველი

1 თებერვალი, 2016 • 2289
უსუფაშვილი: საკანონმდებლო დონეზე ერთსქესიანთა ქორწინების დაშვებას არ და ვერ ველი

საქართველოში საკანონმდებლო დონეზე ერთსქესიანთა ქორწინების დაშვებას არ და ვერ ველი იმ თვალსაწიერით, რაც მე შეიძლება მქონდეს პოლიტიკური ცხოვრების მომავალთან დაკავშირებით, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თანასწორი ქორწინების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანოს და დაემუქრება თუ არა ამით ”ქართულ ოცნებას” პარლამენტის დატოვების საფრთხე, უსუფაშვილი პასუხობს:

”ქართული ოცნება პარლამენტს არ დატოვებს არც პროტესტის ნიშნად. ეს არ გვემუქრება. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, მე შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შექმნილია იმისთვის, რომ განსაზღვროს კანონების შესაბამისობა კონსტიტუციასთან და არა იმისთვის, რომ კონსტიტუციაში რაღაც ჩაწეროს ან რამე ამოიღოს. კონსტიტუციაში რაიმეს ჩაწერის ან ამოღების ექსკლუზიური პრეროგატივა აქვს საქართველოს პარლამენტს და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ამიტომ ამ საკითხზე რაიმე სიახლეს, კერძოდ, იმ მიმართულებით, რომ საქართველოში საკანონმდებლო დონეზე დაიშვას ერთსქესიანთა ქორწინება, მე ამას არ და ვერ ველი იმ თვალსაწიერით, რაც მე შეიძლება მქონდეს პოლიტიკური ცხოვრების მომავალთან დაკავშირებით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი