ახალი ამბები

უსუფაშვილი: კოალიციაში კვოტების რაოდენობაზე საუბარი დაწყებული არ არის

1 თებერვალი, 2016 • 1366
უსუფაშვილი: კოალიციაში კვოტების რაოდენობაზე საუბარი დაწყებული არ არის

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებაში” საპარლამენტო არჩევნებში კვოტების საკითხზე საუბარი ჯერ არ დაწყებულა.

“სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ კოალიციაში კვოტების რაოდენობა არათუ გადაწყვეტილია, არამედ არც კი დაწყებულა ამაზე საუბარი. ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. ჩვენ შეთანხმებული ვართ საერთო პასუხისმგებლობაზე ქვეყნის მართვის და ამ გზით მივდივართ. ერთი თვის წინ კოალიციის თავმჯდომარე გადადგა თანამდებობებიდან, შეიცვალა მთავრობის ხელმძღვანელობა, გიორგი კვირიკაშვილი გახდება პარტიის თავმჯდომარე, ასე განაცხადა. ჩვენ სრულიად შეგნებულად არ გვაქვს კვოტირების საკითხი გადაწყვეტილი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით,  ბიძინა ივანიშვილი დღეს არის გაცილებით უფრო მაღალი და აღმატებული, ვიდრე ეს იყო ოთხი წლის წინ:

“ოთხი წლის წინ მე მას არ ვიცნობდი, შემდეგ გავიცანი, მაგრამ ჯერ კიდევ კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ შემდგომმა წლებმა, შემდგომმა ურთიერთობამ მე მეტად დამარწმუნა იმაში, რომ ის თითქოსდა დაუჯერებელი ამბები, რასაც ეს კაცი ამბობდა და ქართული პოლიტიკისთვის და ქართული საზოგადოებისთვის იყო წარმოუდგენელი და იყო სხვა სამყაროდან. თუ რატომ შეიძლება ადამიანს უნდოდეს, ვთქვათ, ამდენის გაღება საზოგადოებისთვის. გუშინ თუ გუშინწინ იყო კიდევ ერთი მსგავსი მაგალითი. ან პოლიტიკაში მოსვლა რატომ უნდა უნდოდეს, თუ პოლიტიკაში არ დარჩება და ხელისუფლებაში არ დარჩება?და ა.შ. უამრავი ასეთი კითხვა იყო, რომელზეც პასუხების გაცემა ან გაცემული პასუხების დაჯერება ჭირდა, იმდენად არაორდინარული, მოულოდნელი და უპრეცედენტო იყო. მე დავრწმუნდი არა მხოლოდ მის შესაძლებლობებში, არამედ მის გულწრფელობაში და დავრწმუნდი იმაში, რომ რასაც ის აკეთბდა, მას ეს უნდოდა, ზუსტად ასე უნდოდა და უნდოდა ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ. წასვლაც უნდოდა ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ, და მე ვიცი, რომ ის საკმაოდ განიცდიდა იმ ამბავს, რომ როდესაც პრემიერმინისტრობიდან წავიდა, მაინც მოუხდა და მოუწია საჯარო საკითხებში იმაზე მეტად აქტიურობა, გამოჩენა, კომენტირება, ვიდრე მას ეს სურდა. ”

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ ” ბევრი საქმე გააკეთა:

“კოალიცია „ქართული ოცნება“ აღარ უნდა ვინმეს? მაშინ უნდა მკაფიო პასუხი გასცეს, ვინ უნდა და რატომ, უფრო მეტად. „ქართული ოცნება“ არ მოვსულვართ იმიტომ, რომ ყველა სხვა, დანარჩენი გაქრეს პოლიტიკური ასპარეზიდან. თუ ვინმე უფრო დამაჯერებლად დაარწმუნებს ხალხს, მიიღებს კიდეც ასეთ ხმებს. მე პირადად მგონია, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. ძალიან ხშირად ყველაზე მარტივად იმას ვივიწყებთ, რა ავიცილეთ თავიდან. იმიტომ, რომ რაც თავიდან ავიცილეთ, ის ხომ არ მომხდარა და რაც არ მომხდარა, ხომ არ დაგვინახავს.და ამიტომ ხომ არ ვიცით და ა.შ. მოვა ამის დროც და მე თქვენთან წარვსდგები ამ ამპლუაშიც და მექნება ძალიან ხანგრძლივი საუბრები იმის თაობაზე, რა ავიცილეთ თავიდან და თუ არა ამის აცილება, სად შეიძლება ყოფილიყო ქვეყანა და რა არის ამაში წვლილი „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის და ა.შ. აი, უკვე შევდივართ საარჩევნო კამპანიაში და კიდევ უფრო გახურდება ეს ყველაფერი,”- აღნიშნა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი