ახალი ამბები

ფორუმი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით

1 თებერვალი, 2016 • 1768
ფორუმი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით

სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მართავს საერთაშორისო ფორუმს „საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“.

ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვები ასევე წარმოთქეს იანოშ ჰერმანმა (ევროკავშირის ელჩი საქართველოში) ბეტინა კადენბახმა (გერმანიის ელჩი საქართველოში) და გიორგი კლდიაშვილმა (IDFI-ს დირექტორი).

გიორკი კვირიკაშვილმა თავის სიტყვაში ფორუმს მნიშნელოვანი ღონისძიება უწოდა:

“დარწმუნებული ვარ ამ დისკუსიების დროს წარმოთქმული იქნება იდეები, რომელიც მთავრობას მუშაობაში ხელს შეუწყობს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

Prime Minister of #Georgia, Giorgi Kvirikashvili made a speech at international #forum organized by #IDFIსაქართველოს პ…

Posted by IDFI on Sunday, January 31, 2016

გერმანიისა და ევროკავშირის ელჩებმა კი იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ხვდება.

ღონისძიების თითოეული დღე დაყოფილია ორ ნაწილად და მოიცავს ისეთ განსახილველ საკითხებს, როგორიცაა: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის, ძირითადი მიმართულებები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, საქართველოს დემოკრატიული განვითარება.

“მოწვეული მომხსენებლები იმსჯელებენ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე, ევროპის ენერგო თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებზე, საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პროცესზე, კარგ მმართველობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე”, – აცხადებენ IDFI-ში.

სპეციალურად ფორუმისთვის საქართველოს ეწვივნენ:

მაიკლ ემერსონი – ევროპული პოლიტიკის სწავლებათა ცენტრის უფროსი მკვლევარი
ფედერიკო ტარანტინი – საგარეო ენერგეტიკის პოლიტიკის ოფიცერი, ევროკომისია
იოხენ ციმერმანი – ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი
ანდრეი ილარიონოვი – Cato Institute, უფროსი მკვლევარი
ლინკოლნ მიტჩელი – ექსპერტი საქართველოს საკითხებში
მაიკლ სესირი – საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი

მასალების გადაბეჭდვის წესი