ახალი ამბები

ანონსი – 1 თებერვალი

31 იანვარი, 2016 • 1431
ანონსი – 1 თებერვალი

11:00-16:30 – სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამართავს საერთაშორისო ფორუმს „საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“.

11 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი კონფერენციას გახსნიან სახელწოდებით „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება“. ადგილი: „ტექნოპარკი საქართველო“ ;მისამართი: ინოვაციების ქუჩა 7, ოქროყანა, თბილისი

11:00–ზე თბილისის საკრებულოს იურიდიული სამსახურის უფროსი თედო კობახიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. კვირას ახალი მისამართია: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ. სადარბაზო 1, სართული 2 საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:00 საათზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: ჟ.შარტავას N7(თბილისის მერია)
11:30–ზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გუგული მაღრაძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. „კვირას“ ახალი მისამართია: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

12:00 საათზე ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი ისნის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დაათვალიერებენ
მისამართი: საექიმოს გასასვლელი N 2; საკონტაქტო პირი: ლაშა ჩხიკვიშვილი 577 555 488

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ემიგრანტების” თავმჯდომარე ზვიად ყუშიტაშვილი თემა: გაუფასურებული ვალუტა დამიმდინარე პოლიტიკური საკითხები

12.00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქველმოქმედო აქცია „გაიღე სისხლი ბავშვების დასახმარებლად“ გაიმართება. საკრებულოს დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პაციენტებისთვის სისხლს გაიღებენ

12:00 საათზე სასტუმროში “ჰოლიდეი ინნ” საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის კონცეფციის პრეზენტაციას გამართავს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამარლეები, პროკურორები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

12:00-ze “პირველ პრესკლუბში” “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” წარმომადგენლები ლაშა გიორგაძე და თინათინ ნიბლოშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: “თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამის” პროექტი. “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” განსაკუთრებით რეგიონებში არსებულ მედია საშუალებებს მოუწოდებს დაინტერესდნენ აღნიშნული პროექტით და ჩაერთონ მაქსიმალურად. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე: 595 03 77 22

12:30-ze “პირველ პრესკლუბში” “განვითარების ფონდის” წევრი და პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე: 595 03 77 22

13:00-ze “პირველ პრესკლუბში” ყოფილი თავდაცვის მინისტრი, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს მშვიდობისათვის“ თავმჯდომარე დავით თევზაძე ბრიფინგს გამართავს. თემები: ჯარისკაცების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩადენილი ძალადობის ფაქტების გამოძიება, რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოზე საგარეო ურთიერთობების კუთხით და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე: 595 03 77 22

13:00 საათზე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართებამისამართი: ჟ.შარტავას N7(თბილისის მერია)

მასალების გადაბეჭდვის წესი