ახალი ამბები

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება

31 იანვარი, 2016 • 1280
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება.

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე, ყრილობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა დასახელდება, – გადაწყვეტილება ერთხმად პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო.

“გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა. ეს საკითხი პარტიის სამდივნომ განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა გაიმართა. პარტიის თავმჯდომარეს ირჩევს ყრილობა, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება”, – წერია პრემიერის აპარატის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი