გიორგი მარგველაშვილი პანკისის ხეობაში მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის ელჩ იან კელისა და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელ იანუშ ჰერმანთან ერთად პანკისის ხელობაში ჩავიდა. პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა.

მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკაშირებით, რომ ხეობაში ტერორისტთა ბანაკებია განთავსებული. როგორც მარგველაშვილი ამბობს, ის არ გასცემს პასუხს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებებს:

“ლავროვის განცხადების საპასუხოდ კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. თქვენ თქვენი თვალით შეგიძლიათ ნახოთ, როგორი სიმშვიდეა აქ.”

მოსახლეობასთან შეხვერაზე ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 26 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმიწიფო საქართველოს, პანკისის ხეობას, თავშესაფრად იყენებს.

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობის მოსახლეობას მალე ბუნებრივი აირი მიეწოდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი