ახალი ამბები

ოპერის თეატრის გახსნა საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის

30 იანვარი, 2016 • 1890
ოპერის თეატრის გახსნა საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის

დღეს, 17:30 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ გაიხსნება. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ განახლებულ თეატრში „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა შედგება.

სპექტაკლის დაწყებამდე თეატრის წითელ და ცისფერ დარბაზებში გამოფენილი იქნება „გორდასა“ და „აბესალომ და ეთერის“ კოსტუმები და პარტიტურები, ასევე, ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიის ამსახველი ფოტოები.

მოქალაქეთა ჯგუფი ოპერის გახსნის ცერემონიის გაპროტესტებას აპირებს. დღევანდელ პრემიერაზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი. ამ ფაქტით უკმაყოფილო ოპერის მოყვარულები აქციის გამართვას თეატრის ეზოში გეგმავენ:

“ოპერის მოყვარულებმა გადავწყიტეთ, აღვნიშნოთ ეს დღე – მივალთ, მოვუსმენთ ისტორიულ ჩანაწერებს, იქნება ექსპრომტად შესრულებული სიმღერები, საუბრები ოპერაზე და ცხელი გლინტვეინი სუსხში განწყობის ასამაღლებლად,” – ნათქვამია მათ მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი