ახალი ამბები

ვახტანგ გომელაური: პანკისში არავითარი დაჯგუფებები არ მზადდება

29 იანვარი, 2016 • 1329
ვახტანგ გომელაური: პანკისში არავითარი დაჯგუფებები არ მზადდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პანკისში სრულიად მშვიდი ვითარებაა და იქ არავითარი დაჯგუფებები არ მზადდება.

ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ვახტანგ გომელაური ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ისლამური სახელმწიფოს” კავკასიის ბატალიონი, რომელსაც ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობს, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში ტერაქტებს გეგმავს.

“პანკისს რაც შეეხება, იქ სრულიად მშვიდი ვითარებაა. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ იქ არავითარი დაჯგუფებები არ მზადდება. რაც შეეხება ახმედ ჩატაევს, ის კანონიერად გათავისუფლდა და შეცდომა იყო თუ რა იყო, ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული. ჩვენს ქვეყანაში არ არის ეს ადამიანი და აქედან გამომდინარე პასუხს ვერ გავცემთ ვერც ერთ ქვეყანას, თუ რას ამზადებს ის და რას გეგმავს. თუ ჩვენ გვექნება რაიმე ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს მივაწვდით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პანკისის ხეობაში სიმშვიდეა და არანაირი პრობლემა არ არსებობს დღესდღეობით. როგორც სხვა ხეობებში, გრძელდება იქ ცხოვრება”, – განაცხადა გომელაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი