ახალი ამბებისაზოგადოება

ხადური: გზების მშენებლობისთვის იაპონია საქართველოს 36 510 698 აშშ დოლარს გამოუყოფს

29 იანვარი, 2016 • 1266
ხადური: გზების მშენებლობისთვის იაპონია საქართველოს 36 510 698 აშშ დოლარს გამოუყოფს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, მსოფლიო ბანკი მზადაა, საქართველოს დამატებით 40 მლნ დოლარი გზების მშენებლობისთვის გამოუყოს.

ხადურის თქმით, აღნიშნული თანხები მცხეთა-მთიანეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და რაჭა-ლეჩხუმში 260 კმ შიდა სახელმწიფოებრივი გზების განახლებას მოხმარდება.

ხადურის თქმით, აქვთ მოლაპარაკება იაპონიის მთავრობასა და იაპონიის განვითარების სააგენტოსთან, დამატებით 36 510 698.7 აშშ დოლარის (4 410 000 000 იაპონური იენის) გამოყოფის შესახებ, რომელიც მოხმარდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის დასრულებასა და სამტრედიამდე გზის გაკეთებას.

“აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ გავცვლით ნოტებს იაპონიის მთავრობასთან. ეს სამუშაოები რეალურად მიმდინარეობს, ასე რომ, ძალიან დიდი წყვეტა არ იქნება, პირიქით, ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას,”- აცხადებს მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი