ახალი ამბები

ევროსაბჭო: საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა

29 იანვარი, 2016 • 2026
ევროსაბჭო: საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა

ევროსაბჭომ ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი დაამტკიცა, რომელშიც საბჭო ვრცლად მიმოიხილავს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს უფლებათადამცველები დგანან.

დოკუმენტში ვკითუხლობთ, რომ დაფიქსირდა მდგომაროების გაუარესების საგანგაშო ფაქტები რამდენიმე სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში. კონკრეტულად საჯარო თავდასხმები, პირადი ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ მუქარა უფლებათა დამცველთა წინააღმდეგ, ფიზიკური დაპირისპირებები, ზეწოლა ადვოკატებზე, მათ შორის იმ ადვოკატებზე, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე შემთხვევებზე მუშაობენ.

საბჭო შეშფოთებულია რამდენიმე ქვეყანაში – აზერბაიჯანში, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთში- ადამიანის უფლებების დამცველთა წინააღმდეგ გაზრდილ რეპრესიებთან დაკავშირებით. საბჭო ასევე მწუხარებას გამოთქვამს ყირიმში შემქნილი ვითარების გამო.

ევროსაბჭო ასევე აღნიშნავს, რომ უფლებათა დამცველებზე განხორციელებული მრავალი თავდასხმა, მათ შორის მკვლელობის ფაქტები, ამ დრომდე გამოუძიებელია. საბჭო მოითხოვს დამნაშავეთა დასჯას და წევრ ქვეყნებს გააქტიურებისაკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი