ახალი ამბებისამართალი

“კროტისა” და “ბელეზნას” სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

29 იანვარი, 2016 • 1599
“კროტისა” და “ბელეზნას” სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადება – გამოყენების ბრალდებით მოქალაქე თ. ფ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიების ცნობით, შპს „მაგო+“- ის წარმომადგენლების მიერ კუსტარულად მოწყობილ საწარმოში სისტემატურად ხდებოდა დიდი ოდენობით ქიმიური სარეცხი საშუალებების „კროტი“ და „ბელეზნა“ ნიშანდებული პროდუქციის მართლსაწინააღმდეგო დამზადება და რეალიზაცია.

სამსახურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრუნვიდან ამოღებულია დიდი ოდენობით უვარგისი და კონტრაფაქციული პროდუქცია.

სამსახურის ცნობით, ბრალდებული პასუხისგებაში მისცეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი