ახალი ამბები

ანონსი — 29 იანვარი

29 იანვარი, 2016 • 1609
ანონსი — 29 იანვარი

წარმოგიდგენთ 29 იანვარს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

11:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება. ადგილი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. მისამართ: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.

11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე 87-ე და 89-ე სკოლებში პირადად გაეცნობიან თუ როგორც მიმდინარეობს იმ რეკომენდაციების დაცვა, რაც გრიპის ვირუსის პრევანციას უკავშირდება და რამდენად სრულფასოვნია გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრება. ადგილი: 87-ე და 89-ე სკოლებ. მისამართი: ქეთევან დედოფლის #90/2; ქეთევან წამებულის ქ. #40.

11:00 საათზე, სამხედრო ექსპერტი, „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საერთაშორისო ხელშეკრულება „დელტასა“ და არაბთა გაერთიანებულ ემირატებთან, რომლის მიხედვითაც, ხვალ ემირატებში პირველი სპეცტექნიკა გაიგზავნება. „კვირას“ ახალი მისამართია: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:30 საათზე, თბილისის საკრებულოს იურიდიული სამსახურის უფროსი თედო კობახიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. კვირას ახალი მისამართია: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.

11:30 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია „ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანსების ქვეპროგრამის“ პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: თბილისის მერია, ჟ. შარტავას #7, მე-20 სართული. საკონტაქტო პირი: ხათუნა ავლოხაშვილი – 599176077.

12:00 საათზე, ტექნოლოგიური განვითარების ფონდის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: თბილისის მერია, ჟ. შარტავას #7, მე-20 სართული. საკონტაქტო პირი: ხათუნა ავლოხაშვილი – 599176077.

12:00 საათზე, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში პროექტ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებისა და შესაძლებლობის მხარდაჭერა, თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მონაწილეობის უზრუნველსაყოფად“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაციები ,,კონსტიტუციის 42 მუხლი“, ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებისთვის“ და ,,ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ ახორციელებენ. საკონტაქტო პირები: ნინო ბაიდაური – 555217669; ნიკოლოზ ლეგაშვილი – 598559988. მისამართი: 26 მაისის მოედანი #1.

14:00 საათზე, ქალაქ თელავში, სასტუმროში „ალაზნის ველი“ , რესპუბლიკური პარტია საკუთარ მხარდამჭერებს და მოსახლეობას შეხვდება. პარტია იწყებს შეხვედრების ციკლს, სახელწოდებით, “ღია საუბარი რესპუბლიკელებთან”, რომლის ფარგლებშიც, ასეთი ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება. საკონტაქტო პირი: თამარ ღვინიანიძე – 599367070.

14:30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი #2.

15:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება. მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი #2.

17:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მორიგ საჯარო დებატებს გამართავს თემაზე: „უსახლკარობა – რა ხედვა აქვს სახელმწიფოს?“. ღონისძიება გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 101–ე აუდიტორიაში. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #1.

19:00 საათზე. ჯეოსელი გეპატიჟებათ Apple-თან თანამშრომლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტექნოპარკში. ჯეოსელი Apple-ის ერთადერთი პარტნიორი მობილური ოპერატორი გახდა საქართველოში. მისამართი: ინოვაციების ქუჩა #7, ოქროყანა, თბილისი.

19:00 საათზე, ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა სტივენ კოლტაისთან, რომელიც არის ჰილარი კლინტონის მრჩეველი, მან ასევე დააფუძნა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სატელიტური კომპანია SCS და Global Entrepreneurship Week. ლექციის თემა:Building Dynamic Entrepreneurship Ecosystem in Georgia. ლექციას ჩაატარებს ასევე დოქტორ ჯორჯ ბაზ კენი, რომელიც წარმოადგენს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტსა და ნიუ ინგლენდის კანადელი მეწარმეების გაერთიანებას, თემა: Leveraging Science and Technology: Research to Market. სამუშაო ენა: ინგლისური. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა.

19.00 საათზე, თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში იხსნება თანამედროვე , ექსპერიმენტული მუსკის შვეიცარულ–ქართული ფესტივალი “Close Encounters 2016”. ფესტივალი იწყება საქართველოში და მარტში გრძელდება შვეიცარიაში. მოიცავს თანამედროვე ექსპერიმენტულ და კლასიკურ მუსიკას. საღამოები იმართება თბილისში, მცხეთაში, გორში, ციურიხში, ვინტერტურში, ხურში. ფესტივალის ორგანიზატორები არიან თამარ კორძაია, რეზო კიკნაძე, მიშელ ციგლერი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი