ახალი ამბები

სამეგრელოში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

29 იანვარი, 2016 • 1282
სამეგრელოში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 4 კი მძიმედ დაშავდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, დაშავებულები ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სააგენტოს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მათი ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი