ახალი ამბები

Freedom House-ის მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალშია

28 იანვარი, 2016 • 1117
Freedom House-ის მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალშია

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 100 შესაძლო ქულიდან 64  მოაგროვა და კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა.

ფრიდომ ჰაუსი ქვეყნებში თავისუფლების ხარისხს სამი კატეგორიით ზომავს: თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი. საქართველო უკვე წლებია სწორედ მეორე კატეგორიაში ხვდება.

პოლიტიკური უფლებების კუთხით საქართველომ, ორგანიზაციის შეფასებით, 3 ქულა დაიმსახურა [1 ქულა საუკეთესოა, ხოლო 7 -ყველაზე ცუდი], სამოქალაქო უფლებების თვალსაზრისით საქართველომ ასევე 3 ქულა მიიღო, ხოლო ქვეყნის თავისუფლების რეიტინგიც სამია. 2012 წლის შემდეგ საქართველოს ზემოხსენებული შედეგი აქვს.

საქართველო რეიტინგში უსწრებს რეგიონის სხვა ქვეყნებს: სომხეთს, აზერბაიჯანს, რუსეთს, თურქეთს.

ანგარიშში ფრიდომ ჰაუსი ცალკე განიხილავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს სადავო და დაკავშირებული ტერიტორიების კატეგორიაში. ანგარიშის მიხედვით აფხაზეთი ნაწილობრივ თავსიუფალია, ხოლო სამხრეთ ოსეთი თავისუფალი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი