ახალი ამბები

ლობიანი და ხაჭაპური Dunkin’ Donuts-ის მენიუში

27 იანვარი, 2016 • 4114
ლობიანი და ხაჭაპური Dunkin’ Donuts-ის მენიუში

27 იანვრიდა, რესტორნების ქსელი Dunkin’ Donuts მომხმარებელს უკვე ლობიანსაც შესთავაზებს. მენიუს უკვე დაემატა ხაჭაპური. როგორც “ვისოლ ჯგუფში” აცხადებენ, რესტორნების ქსელში ნაციონალური კერძების მენიუში დამატება ტრადიციადაა ქცეული. ამიტომ გადაწყდა, რომ ტრადიციისათვის  ქართულ Dunkin’ Donuts-აც არ ეღალატა.

“ხაჭაპურის იდეამ იმდენად გაამართლა, რომ გადავწყვიტეთ კიდევ დაგვემატებინა ერთი ქართული კერძი. ამჯერად ეს ლობიანია. ჩვენი ხაჭაპური განსხვავდება სხვა სწრაფი კვების ობიექტების მიერ შემოთავაზებული ხაჭაპურისაგან თავისი გემოთი,” – ამბობს “ვისოლ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი რუსუდან კბილაშვილი.

რუსუდან კბილაშივილი თქმით, რესტორნების ქსელში სამომავლოდ ჯერ არ იციან, დაემატება თუ არა კიდევ ქართული კერძები მენიუს, თუმცა ამ ეტაპზე ინიციატივამ გაამართლა.

„ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ქსელთან, “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. კომპანიას მსოფლიოს 37 ქვეყანაში 11,000-ზე მეტი რესტორანი აქვს გახსნილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი