ახალი ამბები

ფატუ ბენსუდას 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების უფლება მიენიჭა

27 იანვარი, 2016 • 1904
ფატუ ბენსუდას 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების უფლება მიენიჭა

საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებით, ჰააგის სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოძიების უფლება მიეცა.

პროკურორი უკვე იმყოფებოდა საქართველოში საქმის შესახებ წინასწარი ინფორმაციის მოსაპოვებლად.

“13 ოქტომბერს მივმართე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს და მოვთხოვე უფლებამოსილების მონიჭება, რომ შეგვძლებოდა გამოძიების დაწყება საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით. მე მხოლოდ მაშინ დავიწყებ გამოძიებას, როდესაც მოსამართლეები მომანიჭებენ უფლებამოსილებას. ეს მხოლოდ ჩემი მიმართვა იყო და მჭირდება სამი მოსამართლის მხარდაჭერა, რომლებმაც ეს მოთხოვნა უნდა შეისწავლონ. ჩვენ ვიცავთ რომის სტატუსს, საქართველო რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანაა. შესაბამისად, ნებისმიერ დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენ გვექნება იურისდიქცია დავიწყოთ კვლევა. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ეროვნებას მიეკუთვნება ესა თუ ის პირი”, – განაცხადა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ გასული წლის 16 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან შეხვედრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი