ახალი ამბები

ქანთარია ლავროვთან შესაძლო შეხვედრაზე: რამდენად წონიანი იქნება მიხეილ ჯანელიძე…

27 იანვარი, 2016 • 2052
ქანთარია ლავროვთან შესაძლო შეხვედრაზე: რამდენად წონიანი იქნება მიხეილ ჯანელიძე…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას ეჭვი ეპარება, “რამდენად წონიანი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თუ  თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდება”. ამის შესახებ ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“შეხვედრა, ვფიქრობ, აუცილებელია, მაგრამ ერთი-ერთზე რამდენად იქნება წონიანი ბატონი ჯანელიძე, რომელიც ძალიან ნიჭიერი კაცია, მაგრამ ის გამოცდილება არ აქვს, რომელიც ასეთ დროს სჭირდება ლავროვთან ერთი-ერთზე დაჯდომას. ამიტომ შესაძლებელია… რაღაც შეხვედრებზე ალბათ უნდა ვიფიქროთ, მაგრამ საკმაოდ კარგად უნდა ვიყოთ მომზადებულები”, – თქვა ქანთარიამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 26 იანვარს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, “ამჟამად საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა გამყინვარების ღრმა სტადიიდან გამოდის”.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ საქართველოსთან ურთიერთობა იყოს ნორმალური, კეთილმეზობლური. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაშვებული შეცდომების გამო ქართველი ხალხი არ უნდა იხდიდეს საფასურს, უსამართლოა”, – ამბობს ლავროვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი