ახალი ამბებისაზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია თებერვლის დასაწყისში დაიწყება

27 იანვარი, 2016 • 1246
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია თებერვლის დასაწყისში დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია თებერვლის დასაწყისში დაიწყება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2016 წელს მნიშვნელოვანი სიახლეა რეგისტრაციის პროცედურაში. რეგისტრაციის ძირითად ეტაპზე (ეს ეტაპი ერთ თვეზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდება) აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითება შეეძლებათ.

შემდგომ ეტაპზე აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში (ერთი თვე ან თვენახევარი) შეეძლება მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა (მაგ.: აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა მათემატიკა, მაგრამ შემდეგ ისტორიის ჩაბარება გადაწყვიტა).

ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარები ქართულ ენაზე შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზრებაიჯანულ, სომხურ და ა. შ. ენებზე).

ამ ეტაპის დასრულების შემდეგ საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება.

საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევასა თუ შეცვლას აბიტურიენტები სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეძლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი