ახალი ამბებისაზოგადოება

ტელეკომპანია “კავკასია” ღია ეთერით თბილისის გარდა კიდევ 5 ქალაქში იმაუწყებლებს

27 იანვარი, 2016 • 1188
ტელეკომპანია “კავკასია” ღია ეთერით თბილისის გარდა კიდევ 5 ქალაქში იმაუწყებლებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, ტელეკომპანია „კავკასია” ღია ეთერით თბილისის გარდა კიდევ ხუთ ქალაქში იმაწუყებლებს.

კომისიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „კავკასია“ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით, ღია ეთერით გავრცელდება ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავსა და ფოთში.

ტელეკომპანია ასევე ფლობს საკაბელო ქსელის, ინტერნეტის და მიწისზედა თანამგზავრული სისტემებით გავრცელების უფლებას. კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება „კავკასიის“ მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი