ახალი ამბები

26 იანვარს ახალქალაქში -28 °C დაფიქსირდა

27 იანვარი, 2016 • 1688
26 იანვარს ახალქალაქში -28 °C დაფიქსირდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 იანვარს, ღამის საათებში საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე დაბალი ტემპერატურა -28 °C ახალქალაქში დაფიქსირდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 27 იანვარს, ჰაერის ტემპერატურა ისევ 0-ს ქვემოთ იქნება. დასავლეთის ბარში ელოდებიან ყინვას 0 °C-დან -5 °C-მდე.

დასავლეთის მთიან რაიონებში -3 °C-დან  -8 °C-მდე, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -14 °C-დან -19 °C-მდე.  

აღმოსავლეთ საქართველოში მეტადაა სიცივე მოსალოდნელი. ბარში იქნება -5 °C-დან -10 °C-მდე, მთიან რაიონებში -14 °C-დან -19 °C-მდე, ხოლო მაღალ მთაში -20 °C-დან -25 °C-მდე.  

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტემპერატურა მოიმატებს ხვალიდან, 28 იანვრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი