ახალი ამბები

ანონსი – 27 იანვარი

26 იანვარი, 2016 • 1257
ანონსი – 27 იანვარი

27 იანვარს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი:

10:00 – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის თბილისში გამართვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო კომისიის წევრების შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებთან. თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

11:00 საათზე – “საერთაშორისო გამჭვირვალობის” სამდივნო აქვეყნებს კორუფციის აღქმის ინდექსის 2015 წლის მონაცემებს. გამოკვლეულ 168 ქვეყანას შორის საქართველოც არის. პრესკონფერენცია გაიმართება ორგანიზაციის ოფისში მისამართზე აღმაშენებლის გამზირი 61.

11:00 საათზე – “პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს და “საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში აღიარებულ სპეციალისტს წარუდგენს”. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი, 599 01 03 44

11:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული კლინიკა „მედკაპიტალს“ მოინახულებს, სადაც ისანი-სამგორის რაიონში პირველი საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრი ამოქმედდება და ვირუსულ პაციენტთა მომსახურება 24-საათიან რეჟიმში მოხდება. მისამართი: თბილისი, მოსკოვის გამზ, 4 კვ, 3 კორპ.

12:30 საათზე, პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა წარმომადგენლები, „ფოტორეპორტიორების საქმიდან“, გიორგი აბდალაძე და ასევე პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლებული პირები პრესკონფერენციას გამართავენ თემა: ე. წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე და პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლებულ პირთა საქმეებზე გრიფის – „საიდუმლო“ მოხსნის მოთხოვნით.

13:00 საათზე, თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. მის: ჟ.შარტავას №7 თბილისის მერია, მე-20 სართული

14:00 საათზე – “პირველ პრესკლუბში” სამი არასამთავრობო ორგანიზაციის: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: არასამთავრობოები სპეციალურ უბნებთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

16:00 საათზე, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. მის: ჟ.შარტავას №7 თბილისის მერია, მე-20 სართული

მასალების გადაბეჭდვის წესი