ახალი ამბები

გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინზე სუბსიდიის გაცემა 31 იანვარს შეწყდება

26 იანვარი, 2016 • 1077
გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინზე სუბსიდიის გაცემა 31 იანვარს შეწყდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინზე სუბსიდიის გაცემა 31 იანვრიდან შეწყდება.

სამინისტროს ცნობით, 26 იანვრის მონაცემებით, ყველა იმ ქარხანაზე, რომლებმაც წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია, გაცემული სუბსიდია, ჯამში, 655 027 ლარის ოდენობით.

26 იანვრის მონაცემებით, ქვეყნიდან ექსპორტირებულია 26 509 ტონა სტანდარტული მანდარინი, გადამუშავებულია – 9 095 ტონა. სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 1 860 005 ლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 909 573 ლარია.

სამინისტროს ცნობით, სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი 20 705. (78.1 %), უკრაინა 3 969 . (14.97 %), სომხეთი 787 . (2.97 %), აზერბაიჯანი 286 . (1.08 %), ყაზახეთი 447 . (1.69 %), ბელარუსი 242 . (0.91 %), სხვა ქვეყნები 74 . (0.28 %).

მანდარინის მიღება-გადამუშავებას ახორციელებს ექვსი ქარხანა: ქობულეთში – Georgian Industrial Asset Management Group და შპს TCF Georgia, ქედაში დაემატა შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა“, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში- GEO-Flowers, ჩოხატაურში – შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ჩოხატაური“ და გორში – შპს ,,გსქ კულა“.

ოფიციალური მონაცემებით, საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად წლევანდელ სეზონზე აჭარისა და გურიის რეგიონებში მანდარინის ჩაბარება 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონშია შესაძლებელი.

სამინისტროს ცნობით, ,,ნარინჯისფერი რთველისორგანიზებულად ჩატარების მიზნით, 2015 წლის 1 ნოემბრიდან ქალაქ ბათუმში შექმნილია ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი. ფუნქციონირებს ცხელი ხაზიც – 2 47 01 01. 

2015 წლის ციტრუსის სეზონზე სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი როექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი