ახალი ამბები

კახა ცხადაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს

26 იანვარი, 2016 • 1944
კახა ცხადაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასულებელმა კომისიამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე თანამებობიდან გაათავისუფლა. თუმცა აღმასკომმა რეკომენდაცია მისცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, რომ ის კიდევ ერთხელ შეხვდეს ცხადაძეს და მასთან მოილაპარაკოს, რათა საქმე სასამართლო დავაში არ გადაიზარდოს. აღნიშნულის შესახებ ნეტგაზეთს სფფ-ში განუცხადეს.

აღმასკომის კრება ფედერაციის პრეზიდენტის მოწვევით შეიკრიბა. კობიაშვილის განცხადებით, მისთვის შეურაცხმყოფელია ბოლო პერიოდში კახა ცხადაძის განცხადებები, თითქოს კობიაშვილს გარეშე ძალა მართავს. ფედერაციის პრეზიდენტი ახცადებს, რომ ცხადაძეს ქართულ ფეხბურთში დაძაბულობა შეაქვს.

ლევან კობიაშვილმა განმარტა, რომ კახა ცხადაძეს სამჯერ შეხვდა და ახალი ხელშეკრულება შეთავაზა, რომლის მიხედვითაც ახალი სახელფასო სისტემა ამოქმედდებოდა, თუმცა ცხადაძე მის შეთავაზებას არ დაეთანხმა, ხოლო შემდეგ მასთან კომუნიკაცია შეწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი