ახალი ამბებისაზოგადოება

რა შეზღუდვებია საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის გამო

26 იანვარი, 2016 • 2666
რა შეზღუდვებია საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის გამო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის დიდთოვლობის გამო სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის (ჩოლოქის ხიდი-სარფი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა (ბობოყვათი–ბათუმის შესასვლელი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული ასევე მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთზე.

მაგალითად, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე არაგვისპირი-გუდაური(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

შეზღუდვაა მლეთა-გუდაური(ფოსტა) მონაკვეთზეც, სადაც დაწესებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების მოთხოვნის რეჟიმი.

დარიალის ხეობის მონაკვეთზეც ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აქ მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, ნამქერები და ლიპყინული) გამო, გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის მონაკვეთზე (ჩალაუბანი–აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარისა და ნამქერების) გამო, თბილისის შემოსავლელი გზის კმ14-კმ31 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის, ძლიერი ყინვისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობის მიერ გამოწვეული ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. აღნიშნულ მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა (ლახამურა-კალა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თოვლი გზებზე, 2016; კახეთი; ფოტო: ნიკო დოიაშვილი

თოვლი გზებზე, 2016; კახეთი; ფოტო: ნიკო დოიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი