ახალი ამბები

26 იანვარს პრემიერი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება

25 იანვარი, 2016 • 1138
26 იანვარს პრემიერი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება

საქართველოს მთავრობის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებს იწყებს. პირველი შეხვედრა ხვალ, 26 იანვარს, 10:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.

მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება, რომელთა შორისაა „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“; „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“; ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”.

შეხვედრას ასევე დაესწრებიან: „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“; „ევრაზიის განვითარების ფონდი“; „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“; „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „საზოგადოებრივი დამცველი“ „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“;„სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი“; „ახალგაზრდა ადვოკატები“ და „ქართული მისია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი