ახალი ამბებიეკონომიკა

ეროვნული ბანკის კურსით 1 აშშ დოლარი 2.4923 ლარი გახდა

25 იანვარი, 2016 • 1392
ეროვნული ბანკის კურსით 1 აშშ დოლარი 2.4923 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 26 იანვრისთვის დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 დოლარი 2.4923 ლარი გახდა. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი  2.53 ლარად იყიდება.

საქართველოს ეროვნული ვალუტა 0.0229 პუნქტით გაუფასურდა. 23 იანვრის მდგომარეობით დოლარის კურსი 2.4694 ლარი იყო. ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა 0.0208 პუნქტით. ერთი ევრო 2.6974 ლარი გახდა.

საქართველოში ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით მაქსიმალურ ნიშნულს 1999 წლის 23 თებერვალს მიაღწია –  1 აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.  თუმცა, ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს – 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა.

ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, 2015 წლის დასაწყისში კი 1 აშშ დოლარი 2.2 ლარი ღირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი