ახალი ამბები

ევროპის საბჭოს დახმარებით თბილისის სკოლების რეაბილიტაცია იგეგმება

25 იანვარი, 2016 • 1216
ევროპის საბჭოს დახმარებით თბილისის სკოლების რეაბილიტაცია იგეგმება

განათლების სამინისტროს ცნობით, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის ფინანსური დახმარებით, თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-გამაგრება და ამ სეგმენტის ინფრასტრუქტურაში ენერგოეფექტურობის გაზრდა იგეგმება.

სამინისტროს ცნობით, პროექტი მიზანად ისახავს გააუმჯობესოს სასწავლო გარემო და სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოება, ასევე, მიაღწიოს ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ხარჯების შემცირების მიზნით.

ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 22 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც: 14 მილიონ ევროს შეღავათიანი სესხის სახით ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი გამოყოფს. აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვითი თანამშრომლობის ფონდიდან (E5P) გრანტის სახით გამოიყო 6 მილიონი ევრო.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია ქართული მხარის თანამონაწილეობა არაფულადი ფორმით (2 მილიონი ევრო).

მასალების გადაბეჭდვის წესი