ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს ბანკში სესხების პორტირების ზამთრის სეზონი დაიწყო

25 იანვარი, 2016 • 1289
საქართველოს ბანკში სესხების  პორტირების ზამთრის სეზონი დაიწყო

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა,  განაცხადა სამომხმარებლო, იპოთეკურ და ბიზნესსესხებზე პროტირების ზამთრის სეზონის დაწყების შესახებ. ის, ვინც დაპორტირდება საქართველოს ბანკში საკუთარი სესხით, განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებს.  

მას, ვისაც სურს არსებული სესხი ნაკლებპროცენტიანი სესხით გადაფაროს, გააერთიანოს სამომხმარებლო სესხი, განვადება და საკრედიტო ბარათი, ან აიღოს მეტი თანხა ხელფასის 14-მაგ ოდენობამდე, შესაძლებლობა აქვს დაპორტირდეს საქართველოს ბანკში და ისარგებლოს სამომხარებლო სესხით მხოლოდ პირადობის მოწმობით და ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე. სამომხარებლო სესხის მაქსიმალური თანხა 50,000 ლარია (ეკვ. აშშ დოლარი/ევრო). სესხის ვადა 10 წლამდე, ხოლო მსესხებლის შემოსავალი 200 ლარიდან.

მას, ვისაც სურს არსებული იპოთეკური სესხის ნაკლებპროცენტიანი სესხით გადაფარვა და უკეთესი, მასზე მორგებული პირობის მიღება, შესაძლებლობა აქვს დაპორტირდეს საქართველოს ბანკში და ისარგებლოს იპოთეკური სესხით ზედმეტი საბუთებისა და პროცედურების გარეშე. ამასთან, ბანკი მომხმარებელს  სპეციალურ პირობას სთავაზობს  იპოთეკურ სესხზე, პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებთან ბინის შეძენისას. მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს როგორც მშენებარე, ასევე დასრულებულ კორპუსში ბინა, თუკი მშენებარე კორპუსი არ აშენდება, ბანკი სესხის თანხას მას უკან დაუბრუნებს.  იპოთეკური სესხის თანხაა 3,000-დან დოლარიდან/ევროდან (ეკვ. ლარში), სესხის ვადა – 15 წლამდე, პირველადი შენატანი არ მოითხოვება, სესხის უზრუნველყოფა უძრავი ქონება.

მას, ვისაც უკვე აქვს ბიზნესსესხი და სურს ნაკლებპროცენტიანი სესხით გადაფაროს, მის შემოსავლებზე მორგებული სესხის პირობებით, შესაძლებლობა აქვს მცირე დროში დაპორტირდეს საქართველოს ბანკში და ისარგებლოს ბიზნესსესხით. სესხის თანხა- 200 აშშ დოლარიდან/ევროდან, სესხის ვადა- 10 წლამდე. ბიზნესსესხის მიზნობრიობაა საბრუნავი ან ძირითადი საშუალებების დაფინანსება, უძრავი ქონების შეძენა, სარემონტო სამუშაოების განხორციელება, ბიზნესის მიმდინარე ხარჯების დაფარვა, სხვა ვალდებულებების გასტუმრება, პირადი სამომხმარებლო მიზნების მოგვარება ან ნებისმიერი ზემოაღნიშნული მიზნების კომბინაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.portireba.ge

საქართველოს ბანკში სესხების პორტირების ზამთრის სეზონი დაიწყო

საქართველოს ბანკში სესხების პორტირების ზამთრის სეზონი დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი