ახალი ამბები

კობიაშვილი: მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს, რათა კახა ცადაძემ თანამდებობა დატოვოს

23 იანვარი, 2016 • 1721
კობიაშვილი: მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს, რათა კახა ცადაძემ თანამდებობა დატოვოს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი აცხადებს, რომ კახა ცხადაძე ფეხბურთის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ წვრთნელად ვერ დარჩება.

კობიაშვილის განმარტებით, იგი აპირებს, რომ აღმასკომის უახლოეს სხდომაზე კომიტეტს მიმართოს წინადადებით, ცხადაძემ დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

“ჩემთვის წარმოუდგენელია, დღვანდელი მოცემულობით, კახა ცხადაძემ შეინარჩუნოს ეს პოსტი. ჩემთვის ეს თემა ამოწურულია. მე დავიცავ ყველანაირ იურიდიულ ფორმას და მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს, სადაც შევალ ინიციატივით, რომ კახა ცახადაძე აღარ იყოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ეს არ არის პიროვნებებზე მიმართული სისტემა, ეს არის ჩევნი ხედვა. მისთვის მნიშვნელოვანია, ფიქსირებული თანხა რაც უწერია ხელშეკრულებაში და არა ის, რომ ის დარწმუნებული იყოს თავისი გუნდის, თავისი შესაძლებლობების და მინიმალური მიზნის მიღწევისა”, – განაცხადა კობიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კობიაშვილის განცხადებით, მისთვის შეურაცხმყოფელია ბოლო პერიოდში კახა ცხადაძის განცხადებები, თითქოს კობიაშვილს გარეშე ძალა მართავს. ფედერაციის პრეზიდენტი ახცადებს, რომ ცხადაძეს ქართულ ფეხბურთში დაძაბულობა შეაქვს.

ლევან კობიაშვილმა განმარტა, რომ იგი კახა ცხადაძეს სამჯერ შეხვდა და ახალი ხელშეკრულება შეთავაზა, რომლის მიხედვითაც ახალი სახელფასო სისტემა ამოქმედდებოდა, თუმცა ცხადაძე მის შეთავაზებას არ დაეთანხმა, ხოლო შემდეგ მასთან კომუნიკაცია შეწყვიტა.

“ფეხბურთის ფედერაცია ყოველწლიურად კახა ცხადაძის ხელშეკრულებაში იხდის დაახლოებით მილიონნახევარ ლარს. ეს დარჩენილ 2 წელიწადზე სამი მილიონი ლარია. პლუს ამას, მის სამწვრთნელო შტაბს, დანაჩენ მწვრთნელებს, უხდიან 800 ათას ლარს, 2 წელიწადში ეს 1,6 მილიონი ლარია. ეს არის თანხა, რომელიც ამ ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული”, – ამბობს კობიაშვილი.

კობიაშვილის განმარტებით, მან ცხადაძეს შეთავაზა, რომ აღნიშნული თანხების 50%-ს მას ფიქსირებულად გადაუხდიდნენ, ხოლო დარჩენილ 50%-ს ერთიანად, მინიმალური შედეგის – ჩემპიონატზე მესამე ადგილის მიღების შემდეგ. ხოლო თუ გუნდი გავიდოდა მეორე ადგილზე, მთლიანი თანხის 50%-ს გადაუხდიდა.

“კახა ცხადაძეს 2015 წლის აპრილში იმ ეგრეთ წოდებულ უხელფასო პერიოდში ფეხბურთის ფედერაციამ გაუფორმა უპროცენტო სესხი 100 ათასი დოლარით, რომელიც კახა ცხადაძემ მიიღო. შემდეგში ყოველთვიურად ეჭრებოდა თანხა და დღეს დარჩენილია 50 ათასი დოლარი”, – ამბობს კობიაშვილი.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, 2009 წელს, როდესაც ცხადაძე 19 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო,  სფფ-ს აღმასკომს მიმართა პოზიციის დატოვების თხოვნით.

კახა ცხადაძემ მაშინ განმარტა, რომ გადადიოდა ბაქოს ინტერის მწვრთნელად და მისთვის მთავარი იყო ფინანსური მომენტი. აღმასკომმა ცხადაძეს დაავალა, 40 ათასი ლარი კომპენსაციად გადაეხადა, თუმცა ეს თანხა დღემდე არაა დაფარული.

მასალების გადაბეჭდვის წესი