ახალი ამბები

კვირიკაშვილი ალიევთან შეხვედრაზე: ნამდვილად არ გვქონია საუბარი გაზის მოწოდების საკითხებზე

22 იანვარი, 2016 • 1578
კვირიკაშვილი ალიევთან შეხვედრაზე: ნამდვილად არ გვქონია საუბარი გაზის მოწოდების საკითხებზე

დავოსში მყოფმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიასთან საუბარში ასევე კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე და განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ილჰამ ალიევი საქართველოს ეწვევა.

„შეხვედრამ ჩაიარა ძალიან მეგობრულ და თბილ ატმოსფეროში. ნამდვილად არ გვქონია საუბარი გაზის მოწოდების საკითხებზე. აღინიშნა მხოლოდ, რომ ეს არის სუფთა ტექნიკური ხასიათის საკითხი და არანაირი გაუგებრობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის არ არსებობს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან ოპტიმისტური განწყობა, რომ იმ საერთო პროექტებით, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, ეს არის აბრეშუმის გზის პროექტი, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ახალ წყაროს შევქმნით ორივე ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის. ამასთან, შევთანხმდით, რომ ბატონი ალიევი უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობები”.

კვირიკაშვილი აქვე გაზპრომისგან გაზის მოწოდების საკითხსაც შეეხო.

“უამრავი სპეკულაცია, უამრავი ბრალდება მოვისმინე კონკრეტულად კახი კალაძის და მთავრობის მისამართით. მინდა ვთქვა, რომ მთავრობა მოწოდებულია, მაქსიმალურად დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ეს არის წმინდა სახის ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკებები და არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ამას არ გააჩნია,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ილჰამ ალიევი, გიორგი კვირიკაშვილი; ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

ილჰამ ალიევი, გიორგი კვირიკაშვილი; ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი