ახალი ამბები

ანონსი – 22 იანვარი

22 იანვარი, 2016 • 1654
ანონსი – 22 იანვარი

წარმოგიდგენთ 22 იანვარს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

10:30 მოკლული ბიზნესმენის – ბესკის ხარძიანის ადვოკატი მალხაზ სალაყაია პორტალ  „კვირას“ პრესკლუბში  პრესკონფერენციას გამართავს.  ბიზნესმენის მკვლელობის საქმე.  „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის  ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:00 ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ დახმარებით არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი თბილისის სკოლებში ბულინგის პრევენციის პროგრამას იწყებს. პროგრამის პრეზენტაცია ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში (ჭოველიძის 10) გაიმართება.

11:00 ვეტერანთა საკოორდინაციო საბჭოს წევრები: მიშა წიქარიე, დოდო გუგეშაშვილი, გიგა არველაძე და  თემურ ბაძაღუა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში  პრესკონფერენციას გამართავენს. თემა:  ომის ვეტერანთა ჰოსპიტალისთვის დაფინანსების შეწყვეტა.  „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის  ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ევროპული დემოკრატების ლიდერი პაატა დავიათაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ინტერპაქციული ჯგუფის სახელით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საარჩევნო კოდექს წარადგენს

11:00 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისრეესტრის სამმართველოს უფროსი ნინო წერეთელი 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულისსემესტრის მობილობასთან დაკავშირებით  ბრიფინგს გამართავს. დაინტერესებულ პირებსსაშუალება ექნებათ  ინფორმაცია მიიღონ სტუდენტის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტის,აღდგენის  თუ სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის შესახებ. ადგილი: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. მის: ქ.თბილისი, ალექსიძის ქ.№1 მე-4 სართული

 

11:00 “პირველ პრესკლუბში” საკრებულოს წევრი, მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტრი შალვა ოგბაიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შოთა ხაბარელის შეხვედრა პარლამენტის სტაჟიორებთან და პრაქტიკანტებთან. თბილისი, პარლამენტის შენობა, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი.
11:30 “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ალექსანდრე თვალჭრელიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: ეროვნული ბანკი, გაზპრომი, ლარის კურსი და სხვა მიმდინარე ეკონომიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქალთა პარტიის ლიდერი ხათუნა მაჭავარიანი პრესკონფერენციას გამართავს თემა: განათლების სფეროში დაანონსებული რეფორმები, მოახლოებული არჩევნები და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები

12:00 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და გლობალური ალიანსის პრეზიდენტი ჟან ელი მალკინი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. თემა: ჯანდაცვის სამინისტროს ახალი სოციალური ინიციატივა. მის: ჯანდაცვის სამინისტრო-წერეთლის 144

12:00 “პირველ პრესკლუბში” პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ბრიფინგს გამართავს. თემები: “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

13:00 კონკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ მონაწილეებისათვის მორიგი ტრენინგი გაიმართება. ,,სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტია, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მინდელის  ქუჩა N9).

16:00 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა.  დღის წესრიგი. თბილისი, პარლამენტის შენობა, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი