ახალი ამბები

ილია II ჟენევაში ეკლესიათა მეთაურების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა

21 იანვარი, 2016 • 1201
ილია II ჟენევაში ეკლესიათა მეთაურების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, დღეს, 21 იანვარს ილია II თანმხლებ პირებთან ერთდ შვეიცარიაში, ჟენევაში ეკლესიათა მეთაურების კრების წინა შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.  შეხვედრა ექვს დღეს გასტანს და 28 იანვარს დასრულდება.

მათივე ცნობით, პატრიარქის ოფიციალური თანმხლები პირები არიან:

ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარშენიძე) – საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ბერი ანთიმოზი (ჯავახიშვილი).

საპატრიარქოს ინფორმაციით, თავდაპირველად შეხვედრა იგეგმებოდა კონსტანტინეპოლში, თუმცა, მსოფლიო პატრიარქმა სხდომა ჟენევაში, შამბეზის ცენტრში გადაიტანა.

საპატრიარქოს განცხადებით, შეხვედრაზე პრობლემური საკითხების ხელახალი განხილვა და მომავალი კრების დღის წესრიგის განსაზღვრა მოხდება. სხდომებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრებიან ანტიოქიის და პოლონეთის ეკლესიათა მეთაურები, ასევე, ელადის (საბერძნეთის) მთავარეპისკოპოსი. ისინი დელეგაციებს აგზავნიან და მათი სახით იქნებიან წარმოდგენილნი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი