ახალი ამბები

სერვისი საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის

9 თებერვალი, 2011 • 1118
სერვისი საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის

საქართველოს სამოქალაქო რეესტრის ინფორმაციის თანახმად, უცხოეთში მყოფ პირებს საშუალება ექნებათ დისტანციური მომსახურების სერვისით ისარგებლონ და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ინლიაინ რეჟმში გაკეთებული განცხადების შემდეგ განმეორებით აიღონ დაბადების, ქორწინებისა და განწორწინების მოწმობები.  ასევე, სახელის, გვარის, მამის სახელის შეცვლის, შვილად აყვანისა და გარდაცვალების განმეორებითი მოწმობები. ამისათვის მოქალაქეები ვებ–გვერდზე www.passport.gov.ge–ზე უნდა შევიდნენ.

 ინფორმაციის თანახმად, შესაძლებელია ასევე განმეორებითი მოწმობების აპოსტილით დამოწმება, ლეგალიზაცია და თარგმნა.

 ამ დრომდე აღნიშნული ოპერაციების განხორცილება ადგილობრივ ნოტარიუსებთან,  საკონსულო დაწესებულებებში ან საქართველოში მყოფ პირზე მინდობილობის გამოგზავნის შედეგად იყო შესაძლებელი.

ახალი სერვისის ფარგლებში, როგორც სამოქალაქო რეესტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ონლაინ რეჟმში გაკეთებული განაცხადის შემდეგ, საჭირო დოკუმენტი ორ სამუშაო დღეში დაიბეჭდება. აღნიშნული მომსახურება 50 ლარი ეღირება.  დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება კი სამ დღეში იქნება შესაძლებელი. ეს მომსახურება 80 ლარით განისაზღვრა.

საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ მოქალაქეებს დაბეჭდილი დოკუმენტის მიღება ფოსტით ან მინდობილი პირის მეშვეობით შეეძლებათ. როგორც სამოქალაქო რეესტრში აცხადებენ, ფოსტით გადაზიდვის მომსახურებას მოქალაქე თავად იხდის.    

დამატებით ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს ტელეფონის ნომერზე– 40 10 10 დარეკვით ან Skype –passport.gov.ge  და email: online@cra.gov.ge.–ით შეუძლიათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი