ახალი ამბები

საჯარო გამოძიება ლიტვინენკოს მკვლელობის ორგანიზებაში პუტინს ადანაშაულებს

21 იანვარი, 2016 • 2433
საჯარო გამოძიება ლიტვინენკოს მკვლელობის ორგანიზებაში პუტინს ადანაშაულებს

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული საჯარო გამოძიების შედეგების მიხედვით, ყოფილი ჯაშუშის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობა სავარაუდოდ ვლადიმირ პუტინის მიერ იყო სანქცირებული.

გამოძიების დასკვნის მიხედვით, 2006 წელს ლიტვინენკო ლონდონში ეფ-ეს-ბემ მოწამალა, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილება პრეზიდენტ პუტინის და ეფ-ეს-ბეს შეფის ნიკოლაი პატრუშევის მიერ იყო სანქცირებული.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ამ გამოძიების შედეგების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე თქვა, რომ კრემლს გამოძიება არ აინტერესებს.

საქმეზე საჯარო გამოძიება დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩატარდა. მას მოსამართლე რობერტ ოუენი ხელმძღვანელობდა. ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული მოწმე დაიკითხა.

ლიტვინენკოს რადიოაქტიური ნივთიერებით მოწამვლის საქმეში რუსეთის ორი მოქალაქე, ანდრეი ლუგოვოი და დიმიტრი კოვტუნი არიან ბრალდებულნი, რომლებიც ბრალს უარყოფენ. საჯარო გამოძიების შედეგების მიხედვით, მკვლელები სწორედ ეფ-ეს-ბეს მითითებებით მოქმედებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი