ახალი ამბები

EBRD-მა ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის 2,2 მლნ ევრო გამოყო

21 იანვარი, 2016 • 2084
EBRD-მა ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის 2,2 მლნ ევრო გამოყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის 2,2 მილიონი ევრო გამოყო.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს „ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის“ 2,2 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც მიმართული იქნება ქობულეთის საკანალიზაციო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის საჭირო დამატებითი ღონისძიებების დაფინანსებისათვის.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, პროექტი მიზნად ისახავს ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, რისთვისაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილია 1,5 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი, ხოლო გამწმენდი ნაგებობის დიზაინის, მოწყობილობების შეძენისა და მათი მონტაჟისთვის გათვალისწინებულია ჰოლანდიის მთავრობის (წარმოდგენილი ORET-ით) გრანტი 1,814 მილიონი ევროს ოდენობით.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორი, ბრუნო ბალვანერა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორი, ბრუნო ბალვანერა.

 

ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ასოცირებული დირექტორი, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის უფროსის მოადგილე ლინ ო’გრეიდი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, გაფორმდა საპროექტო და მხარდამჭერი ხელშეკრულებები, რომელსაც ხელი მოაწერეს EBRD-ის მხრიდან კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ, საქართველოს მხრიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ და შპს „ქობულეთის წყალის“ დირექტორმა, ოთარ ზოიძემ.

წყალდიდობა ქობულეთში. 08.10.2015. ფოტო: რინა ყურუა

წყალდიდობა ქობულეთში. 08.10.2015. ფოტო: რინა ყურუა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი