ახალი ამბები

აქცია სლოგანით: „ერთი ადამიანი – ერთი ბრალდება“

8 თებერვალი, 2011 • 1213
აქცია სლოგანით: „ერთი ადამიანი – ერთი ბრალდება“

ლაშა ჩხარტიშვილი და მანუჩარ სიგუა
ლაშა ჩხარტიშვილი და მანუჩარ სიგუა

დღეს „კონსერვატიული პარტიისა“ და „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და 10 თებერვალს პარლამენტის წინ ყველა პოლიტიკური პარტიის წევრები და რიგითი მოქალაქეები დაიბარეს მოწოდებით – ”ერთი ადამიანი – ერთი ბრალდება”.

,,10 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მოხსენებით უნდა წარსდგეს. მისი გამოსვლა, სავარაუდოდ, ისეთივე ცინიზმით იქნება გაჯერებული, როგორიც ჩვევია ხოლმე… ამიტომ მივმართავ ყველას: მოდით და თითოეულმა თქვენგანმა ფურცელზე დაწერეთ ბრალდება სააკაშვილისადმი. საზოგადოების აქტიურობის გარეშე მის თარეშობას ბოლო არ მოეღება, საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა”, – განაცხადა „კონსერვატიული პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

,,მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებული უსამართლობა და სისასტიკე გამოიჩინა დევნილების მიმართ, ამიტომაც მივმართავ ყველა დევნილს: მოდით და თქვენი ბრალდება წაუყენეთ სააკაშვილს”, – მოუწოდა დევნილებს „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ ხელმძღვანელმა  მანუჩარ სიგუამ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი პარლამენტს 11 თებერვალს ეწვევა, თუმცა 10 თებერვლის აქციის ორგანიზატორებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ, შეიცვლება თუ არა შესაბამისად აქციის – „ერთი ადამიანი – ერთი ბრალდება“ თარიღი.

მასალების გადაბეჭდვის წესი