ახალი ამბები

საიამ აქციის”არა პანორამას” 10 მონაწილის სახელით ევროსასამართლოს მიმართა

20 იანვარი, 2016 • 1101
საიამ აქციის”არა პანორამას” 10 მონაწილის სახელით ევროსასამართლოს მიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, პარტნიორ ორგანიზაციასთან „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC)” თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „არა პანორამას“ აქციის 10 მონაწილის სახელით მიმართა.

საია-ს განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ევროპული კონვენციის მე-5 (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრების უფლება) და მე-18 (უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლების საფუძველზე მიმართეს.

2015 წლის 19 ივლისს თბილისის საკრებულოს წინ პანორამა თბილისის პროექტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციის რამდენიმე მონაწილეს ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით „პანორამა არა ყ**“, რის გამოც სამართალდამცავებმა აქციის 10 მონაწილე დააკავეს. დაკავებულებიდან მამრობითი სქესის ექვსი წარმომადგენელი მოათავსეს შსს–ს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მათ, საიას ცნობით, დაახლოებით 20 საათი გაატარეს. მდედრობითი სქესის ოთხ წარმომადგენელს კი შსს-ს ეზოში პოლიციის მანქანაში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში შეეზღუდათ თავისუფლება. საიას ცნობით, მომჩივნებს დაკავების საფუძველი მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ განემარტათ.

სამართალდარღვევათა ოქმების თანახმად, დაკავებულებს ხელში ეჭირათ პლაკატები უხამსი წარწერით, რომელსაც ისინი ხმამაღლა სკანდირებდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობას წარმოადგენს. ასევე, ოქმების მიხედვით, ორი დაკავებული პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას.

45739

ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებით, 7 მომჩივანი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად წვრილმანი ხულიგნობისთვის – პლაკატის ხელში ჭერის გამო, რომელზეც „უხამსი“ სიტყვა ეწერა. თითოეული მათგანი დაჯარიმდა 100 ლარით. დანარჩენი 3 მომჩივანის მიმართ სასამართლოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტი არ დადგინდა. ჯარიმის თანხის შესაგროვებლად სპეციალური აქციაც გაიმართა.

“თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა ემსახურება საჯარო მორალის და კონკრეტული პირის პატივისა და ღირსების დაცვას. თუმცა სასამართლომ არ მიუთითა კონკრეტული პირის ვინაობა,”– აცხადებს საიას

საიამ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქციის მონაწილეების გამოხატვის და შეკრების უფლების შეზღუდვა და მათი თავისუფლების აღკვეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ გააპროტესტეს.

46369

 

მასალების გადაბეჭდვის წესი