ახალი ამბები

მეწყერმა აჭარაში ცენტერაძეების ოჯახი გაიტაცა

7 თებერვალი, 2011 • • 1281
მეწყერმა აჭარაში ცენტერაძეების ოჯახი გაიტაცა

მეწყერმა აჭარაში ცენტერაძეების ოჯახი გაიტაცა. ოთარ ცენტერაძეს 150 ადამიანი თითქმის 10 საათის განავლობაში ეძებდა. ის თავისი სახლიდან მოშორებით იპოვეს. ცენტერაძე ცოცხალია და ამ წუთებში ბათუმის საავადმყოფოში გადაჰყავთ.  სოფლის გამგებლის თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ცენტერაძის ორი შვილი, – მეხუთე და მეექვსე კლასელი გოგონები და მათი დედა მეზობლებმა ერთი საათის ძებნის შემდეგ იპოვეს.

ცენტერაძეების სახლი მეწყერმა სრულიად დაანგრია.

ინციდენტი შუახევის რაიონის სოფელ ძუნძუხში დილის 9.00 საათზე მოხდა. შუახევის გამგებლის თანაშემწის ინგული დავითაძის თქმით, სოფელ ძუნძუხში სულ სამი-ოთხი ოჯახი ცხოვრობს და ისინი მეწყერ და ზვავსაშიშ ზონაში იმყოფებიან.

მეწყერი ჩამოწვა ხულოს მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში. მსხვერპლი ხულოში არ არის, მაგრამ მუნიციპალიტეტის გამგებლის რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, მეწყერმა ხულოში ძალიან ბევრი ოჯახი დააზარალა.

დანგრეული და დაზიანებულია 35-მდე სახლი, პირუტყვის სადგომი და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობა. მეწყერმა სოფელ მთის უბნის ერთი კედელიც შეანგრია. ბორქვაძის ცნობით, ზვავმა ხულოში გაიტაცა მეთერთმეტე კლასის მოსწავლე რომელიც დროულად იპოვნეს.

ზვავის შედეგად დაიხოცა პირუტყვი.

ამ დროისტვის ძალიან ბევრი სახლი რჩება მეწყერსაშიშ ზონაში, თუმცა ამ სახლებიდან მოსახლეობა გახიზნულია.

ხულოში ისევ თოვს. თოვლის საფარმა ოთხ მეტრსაც მიაღწია,

მეწყერმა დღეს ასვე ასევე ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთიც დააზიანა. გზატკეცილის გაწმენდაზე შესაბამისი სამსახურები დილიდან მუშაობდნენ. ამჟამად მოძრაობა აღდგენილია.  

მასალების გადაბეჭდვის წესი